პროექტის გეგმა


პროექტის გეგმა                                                                     
1.პროექტის სახელწოდება:გოდერძი ჩოხელის „სულიერი სამყარო“
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2წინადადებით:მწერლის სულიერი სამყაროს გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები შეისწავლიან მწერლის შემოქმედებას,გაეცნობიან მის სულიერ სამყაროს.
4.პროექტის მიზანი:შესწავლილტექსტზე დაყრდნობით მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის განმტკიცებას და დეტალებზე ყურადღების გამახვილებას.ამოიცნობენ მწერლის დამოკიდებულებას პერსონაჟების მიმართ.დააკვირდებიან რა ფუნქცია აკისრია ამ ორ გმირს ტექსტში.გამოყოს გდა გაანალიზოს მხატვრული ხერხები.
5.მოსწავლეთა ასაკი:VIIკლასი.
6.ვადა/ხანგრძლივობა:ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ჩანაწერები,ვიდეო-მასალა,ესეები,მოსწავლეთა მიერ გაკეთებული პრეზენტაცია poverpoint-ში.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი,ინტერნეტი,საჭირო ლიტერატურა,თაბახის ფურცლები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
აქტ.1.მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა.
აქტ.2.მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებულიმათთვის საინტერესო ,აქტუალური საკითხები.
აქტ.3.ორგანიზებული საკითხები:
ჯგუფების შექმნა,
ფუნქციების განაწილება.
აქტ.4.მუშაობის დაწყება:

I.კვირა:პროექტის დაწყებამდე გავაკეთებ ბუკლეტებს და ვიმუშავებ კითხვა-პასუხის რეჟიმში-ვიცი-მინდა ვიცოდე-გავიგე,რათა დავადგინო მოსწავლეთა საბაზისო ცოდნა.
II.კვირა:მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად,მსჯელობენ პროექტის საკითხების,ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ.ამზადებენ საგაზეთო სტატიებს.შევხვდი თითოეულ ჯგუფს და განვიხილავთ მათ სამოქმედო გეგმას.
III.კვირა:პროექტისათვის მოძიებულ ინფორმაციას განვიხილავთ დაწვრილებით.მოემზადებიან პრეზენტაციისათვის.
IV.კვირა:მასშემდეგ,რაც ყველა გუნდი იქნება მზად ,წარსდგებიან აუდიტორიის წინაშე.დასასრულს მოვახდენ მოსწავლეთა ქულობრივ შეფასებას.
აქტ.5.მასალას განვათავსებ ბლოგზე.
აქტ.6.პროექტის შეფასება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასებისას იქნება:
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება.
პრეზენტაციის უნარი.
მსჯელობა(გდამაჯერებელი)
წერითი სამუშაო.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას.
ქართული ენა და ლიტერატურა:
ქართ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სასკოლო დისკუსიებში.
.გამოდის აუდიტორიის წინაშე მოხსენებით.
ქართ.VII.7.ამოიცნობს მთავარ აზრს (იდეას).
ქართ.10.7..შეუძლია ტექსტის კონსპექტის დაწერა.
.შესწავლის მიზნით კითხულობს ტექსტს და აკეთებს ჩანაწერებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნინო სიხარულიძე,სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაყუდის საჯარო სკოლის ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელი.
12.პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nino26sixarulidze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ninosixarulidze.blogspost.com

Comments